Gomelauri, Valerian Bagratovich, Major-General, Military Envoy To Ethiopia
#3
When I finally stepped into the alien world of Georgian the very first thing I wanted to do was search for Gomelauri. Yes I got a result. It wasn't much of a result. It was a single entry in a Georgian language Radio Station's website stating that in 2003 Major-General Gomelauri has been interviewed. This told me nothing other than the fact that he had made the General rank originally alleged. I didn't know when/where he was born, what he did nor if he was alive or dead. This all changed in February 2012 when I was doing some cataloguing and I decided to search for him in Georgian again.
I found this article;

"საქართველოს რესპუბლიკა
2013-01-12
თელაველი გენერლის ეთიოპური ოდისეა

საუბარი ოთხი სახელმწიფოს ქართველ გენერალზესაბჭოთა გენერალიტეტის მატიანეში ჯერ კიდევ ბევრი თეთრი ლაქაა, მისი წარმომადგენლები "ინტერნაციონალურ ვალდებულებებს" ასრულებდნენ პლანეტის ცხელ წერტილებში. საბჭოთა სამხედრო ცენზურა, შესაბამისი ორგანოები გულდასმით ადევნებდნენ თვალყურს, რომ არ დაეშვათ ასეთ თემებზე ინფორმაციის გადინება. მხოლოდ ჩვენ დროს, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ, გახდა შესაძლებელი ღიად ვისაუბროთ სსრ კავშირის - ოდესღაც დიდი ქვეყნის - შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების სამხედრო კონფლიქტებში, ომებში, რევოლუციებში. ამგვარ საიდუმლო მივლინებათა შორის იყვნენ ჩვენი თანამემამულეებიც - გენერლები და უფროსი ოფიცრები, რომლებიც მოგვიანებით გენერლები გახდნენ.
მაგალითად, კორეის ომში გასული საუკუნის 50-იან წლებში მონაწილეობდა საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი ნარიმან დალაქიშვილი, ვიეტნამში იბრძოდა გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდ მარღანიძე, ჩილეში სალვადორ ალიენდეს ხანმოკლე მართვის დროს, იმყოფოებოდა გენერალ-მაიორი ანდრო ვურაკი. სახელმწიფო უშიშროების გენერალ-მაიორი გიორგი ფიფია უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხაზით ინკოგნიტოდ იყო ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში, გენერალ-მაიორი პანტელეიმონ გიორგაძე კუბაში ეხმარებოდა ფიდელ კასტროს სასაზღვრო ჯარების შექმნაში (მანამდე იქ იყო გენერალ-მაიორი გივი ორჯონიკიძე), გენერალ-მაიორი ნოდარ გუჯაბიძე ავღანეთში სამხედრო მრჩეველი იყო, 1980-82 წლებში გენერალ-მაიორი ვლადიმერ ლეშკაშელი იყო ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი... და რაც გასაოცარია: რამდენი წელიწადი ვიცნობდი ვალერიან ბაგრატის ძე გომელაურს, მაგრამ მხოლოდ ამ დღეებში, როდესაც 80 წელი შეუსრულდა, გავიგე, რომ ის სამი წლის განმავლობაში, 1985-1988 წლებში, იყო სამხედრო მრჩეველი ეთიოპიაში. უფრო მეტიც, ჭიქა ჩაიზე მეგობრული საუბრის დროს, მან მაცნობა, რომ არის ეთიოპიის არმიის გენერალი და ეს წოდება მას ეთიოპიის პრეზიდენტმა და არმიის მთავარსარდალმა მენგისტუ ჰაილე მარიამმა მიანიჭა. და აი, გამოდის, რომ ჩვენს ათასზე მეტ თანამემამულეს შორის, რომლებმაც მაღალი სამხედრო წოდება მოიპოვეს, ვალერიან გომელაური არის ოთხი (!) სახელმწიფოს: სსრ კავშირის, ეთიოპიის, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რესპუბლიკის ერთადერთი გენერალი...
იყო 1985 წელი. მოსკოვიდან მოვიდა ბრძანება: შორეული აღმოსავლეთის ზურგის 35-ე არმიის სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვ.გ.გომელაური გამოცხადდეს დედაქალაქშიო. აქ გაიგო თავისი სამსახურებრივი მივლინების შესახებ აფრიკაში - ეთიოპიაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის სამხედრო მრჩევლად. შესაბამისი ინსტრუქციისა და ახალი დანიშვნის პირობების გაცნობის შემდეგ, გენერალი გომელაური პირდაპირი რეისით მოსკოვი-ადის-აბება ჩადის 3-წლიანი მივლინების ადგილზე.
იმან, რაც გენერალმა გომელაურმა ნახა ადგილზე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეთიოპია ლამის კატასტროფის ზღვარზე იყო. ყველგან მიმდინარეობდა საერთაშორისო საბრძოლო შეტაკებები, სუდანიდან და სომალიდან ქვეყანაში შემოდიოდნენ ფარულად შეიარაღებული ბანდები. ქვეყანას აღარაფერი არ გააჩნდა, პირველ რიგში - სურსათი. მრავალი საუკუნის განმავლობაში აფრიკას მუდმივად მკაცრი გვალვა, კალიების შემოსევები ტანჯავდა. ამ უბედურების შედეგად ნადგურდებოდა ისედაც ღარიბი ნათესები, რასაც მოსდევდა შიმშილი და მოსახლეობის მაღალი სიკვდილიანობა.
სტიქია განსაკუთრებით ბობოქრობდა ეთიოპიაში. როგორც გენერალ გომელაურს ეთიოპიის პრეზიდენტის მთავარი საბჭოთა სამხედრო მრჩეველი, გენერალ-პოლკოვნიკი ხაჩიკ ამბარიანი უამბობდა, გვალვა, რომელმაც 1981-1984 წლებში აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში აღმოჩნდა ყველაზე მკაცრი და გავრცელდა იმ რაიონებში, რომლებიც მთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სამ მეოთხედს იძლეოდა. ამ საშინელი სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 6 მილიონ კაცს გადააჭარბა. დაიღუპა ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები (!!!).
ქართველ გენერალს პირველივე დღეებიდანვე უამრავი პრობლემის გადაჭრა უხდებოდა. ძილისა და დასვენების გარეშე, ხშირად ელემენტარული პირობების უქონლადაც, ღებულობდა გადამჭრელ ზომებს, და არა მხოლოდ სამხედრო ხასიათისა. ის წუთშეუსვენებლად ანაწილებდა ისედაც მწირ სასურსათო მარაგს. საყოველთაო ნგრევა, სატრანსპორტო საშუალებათა უკმარისობა, ცუდი გზები კიდევ უფრო ამწვავებდა სიტუაციას.
ამ ვითარებაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ სასწრაფო დახმარების თხოვნით მიმართა საერთაშორისო გაერთიანებას. სამართლიანობის დაცვით უნდა აღინიშნოს, რომ მოწოდებას პირველი სსრ კავშირი გამოეხმაურა. ამ კეთილ საქმეში არის ჩვენი თანამემამულის წვლილიც. გენერალ გომელაურის თავკაცობით დაუყოვნებლივ შემოვიდა ავიარაზმი 12 თვითმფრინავი ან-12-ისა და 24 შვეულმფრენი მი-8-ის შემადგენლობით, შთამბეჭდავი ავტოკოლონა - 304 სატვირთო მანქანა ზილ - 131 თავისი მომსახურე პერსონალით, აგრეთვე საველე ჰოსპიტალი 200 საწოლზე სამედიცინო პერსონალით, და ბევრი, ბევრი სხვა რამ.
- როდესაც ასეთი შესაძლებლობა გამიჩნდა, - ამბობს ვალერიან გომელაური, - შევძელი უმოკლეს ვადაში მომეწყო დაზარალებული მოსახლეობის გადაყვანის პროცესი კლიმატური პირობებით ქვეყნის უფრო ხელსაყრელ რაიონებში. მაშინ საბჭოთა კავშირმა ეთიოპიას მისცა 10 ათასი ტონა ბრინჯი, ათასობით ტონა სხვა პროდუქტები, აგრეთვე, ექსკავატორები, მიწის სათხრელი მანქანები, ტრაქტორები, ავტოცისტერნები სასმელი წყლის გადასატანად, დანადგარები წყლის ჭაბურღილების სათხრელად და ბევრი სხვა რამ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეთიოპიაში 1981-84 წლების უმკაცრესი გვალვის შედეგების ლიკვიდაციის პროცესი მრავალი მომდევნო წელი გაგრძელდა. თანაც მთელი ამ უზარმაზარი სამუშაოს სიმძიმეს ართულებდა განუწყვეტელი საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის ჩრდილოეთში, აგრეთვე, ერიტრიაში, სადაც განსაკუთრებით ძლიერი იყო სეპარატისტული განწყობილება. ერიტრიაში ეს ბრძოლა დაიწყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა პერიოდში, 1974 წლიდან კი ეთიოპიაში იფეთქა სამოქალაქო ომმა. ერიტრიის მცხოვრებლები მოითხოვდნენ ამ ტერიტორიის გამოყოფას ეთიოპიიდან. ამ პერიოდიდან დაიწყო სწორედ საბრძოლო მოქმედებები ეთიოპიასა და სომალის შორის. შემდეგ კი ქვეყანაში იფეთქა სამოქალაქო ომმა. გომელაურსა და ყველა საბჭოთა სამხედრო მრჩეველსა და სპეციალისტს უწევდა დიდი რისკის გაწევა, რაც ყოველგვარ ნორმას სცილდებოდა. რასაკვირველია, იყო მსხვერპლიც. ეთიოპიაში გენერალ გომელაურის ჩასვლამდე იქ 1978 წლის 25 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა მამაცი ქართველი პოლკოვნიკი ედიშერ ზაქარიას ძე ხოსიტაშვილი, რომელიც საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდა, სადაც ეხმარებოდა ეთიოპელ მეომრებს სეპარატისტების შეტევის მოგერიებაში. შვეულმფრენს, რომლითაც მოფრინავდა ჩვენი თანამემამულე - ეთიოპიის შეიარაღებული ძალების ფრონტის სარდლის მრჩეველი, მოხვდა საზენიტო წვრილკალიბრიანი ჭურვი, რომელმაც ქვემოდან გახვრიტა სკამი, რომელზეც იგი იჯდა, და გაიარა მთელი სხეული თავამდე. ის მაშინ 42 წლისა იყო. ასევე 1981 წელს დაიჭრა ფეხში მაიორი ჯონი ფირცხალაიშვილი - ეთიოპიის პოლკის მეთაურის მრჩეველი. უკვე გვიან, 1991 წელს, გენერალ-მაიორი ჯონი ფირცხალაიშვილი გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრი, შემდეგ, ქართული არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდებით, სათავეში ჩაუდგა გენერალურ შტაბს, გახდება ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი.
... ერთხელ, როდესაც ეთიოპიის ზურგის პოზიციების მორიგი შემოწმებიდან სახლში ბრუნდებოდა ადის-აბებაში, გენერალმა გომელაურმა გზაში შენიშნა ეთიოპელთა დიდი ჯგუფი, რომლებიც გაჭირვებით მიდიოდნენ, მათთან ერთად ბავშვებიც იყვნენ. როგორც გამოირკვა, დივერსანტებმა გაანადგურეს სასმელი წყლის მთელი ორი კვირის მარაგი. ცენტრთან კავშირი დარღვეული იყო. დახმარება არსაიდან არ იყო შესაძლებელი. თურმე ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უწყლოდ იყვნენ. მიუხედავად დაღლილობისა, აგრეთვე, რეალური საფრთხისა, გენერალი გომელაური პირადად ხელმძღვანელობდა ამ სოფელში სასმელი წყლის მიწოდებას, რაც თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა, ვინაიდან წყალმზიდები ამ დროს დისლოკაციიდან ძალიან შორს იყო, წყლის მიწოდება კასრებით დაიწყეს.

Continued...
"Signed with his own rubber stamp"
Reply


Messages In This Thread
Gomelauri, Valerian Bagratovich, Major-General, Military Envoy To Ethiopia - by CtahhR - 04-04-2013, 10:05 AM

Forum Jump:


Users browsing this thread: 1 Guest(s)
Militaria for sale on